რეზონანსი
14.11.2024

დღეიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საყოველთაო აღწერა 19 დეკებრის ჩათვლით გასტანს. 

„აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მიზანია მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, ასევე სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა და ის რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. აღწერას ექვემდებარება საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მათი ყოფნის ხანგრძლივობისა“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×