რეზონანსი
12.11.2024

ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, გუშინ, ოპოზიციის აქციაზე, მოსახლეობა იხილა სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც.

„ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად. გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი - ევროპის სახელით", - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×