რეზონანსი
12.11.2024

ომის მიზნების მიღწევამდე ლიბანში არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და პაუზა არ იქნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის მხრიდან შეტევითი მოქმედებები უნდა გაგრძელდეს „ჰეზბოლას" შესაძლებლობების შესასუსტებლად და გამარჯვების მისაღწევად.

„ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლაზე" სრული ძალით დარტყმას, ვიდრე ომის მიზნები არ იქნება მიღწეული. ისრაელი არ დათანხმდება შეთანხმებას, რომელიც არ უზრუნველყოფს მის უფლებას, დამოუკიდებლად აღკვეთოს ტერორიზმი, უზრუნველყოს ომის მიზნების მიღწევა ლიბანში, მათ შორის „ჰეზბოლას" განიარაღება და ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობის მიცემა", - წერს ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×