რეზონანსი
10.11.2024

დონალდ ტრამპმა არიზონას შტატში ოფიციალური გამარჯვება მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ ყველა ე.წ. მერყევ შტატში დაამარცხა კონკურენტი კამალა ჰარისი.

არიზონას შტატში გამარჯვებით, დონალდ ტრამპმა დამატებით 11 საარჩევნო ხმა მიიღო და საარჩევნო კოლეგიაში საბოლოოდ 312 საარჩევნო ხმა დააგროვა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ, კამალა ჰარისს კი 226 ხმა აქვს. არიზონასთან ერთად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა დანარჩენ ექვს მერყევ შტატში: ჩრდილოეთ კაროლინაში, ვისკონსინში, მიჩიგანში, ნევადაში, ჯორჯიასა და პენსილვანიაში.

2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მცირედით მოიგო არიზონას შტატი. ადგილობრივი მედიის შეფასებით, იმიგრაცია, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო არიზონაში, რომელსაც აქვს საზღვარი მექსიკასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×