რეზონანსი
10.11.2024

გიორგი უშიკიშვილის თქმით, იგი აქციებზე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად დგას. 

„დღეს ყველა ჩვენგანი არის ლიდერი, ყველა იბრძვის, ყველას წაართვეს ხმა. მე ვერ ვიბრძოლებ თქვენ მაგივრად, თქვენ ვერ იბრძოლებთ ჩემ მაგივრად. ეს სამშობლოს სჭირდება. თუ ჩვენ დღეს ხელები ჩამოვუშვით და დავტოვეთ ის მოცემულობა, რაც გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო არჩევნებს აზრი არ ექნება. ეს იქნება უკვე ფორმალობა და ჩვენ აღმოვჩნდებით მძიმე მდგომარეობაში, ძალიან შორს წავალთ ევროპისგან.

ახლა ჩვენ, რაც გვჭირდება არის სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი პროკურატურა, სასამართლო. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა. ევროპაში ჩვენ იმიტომ კი არ გვინდა, რომ სიტყვა ევროპა მოგვწონს, იქ არის სწორედ სამართლიანი სასამართლო, არჩევნები, კარგი სოციალური დაცვა, კარგი ჯანმრთელობის დაცვა. ჩვენ ვიცავთ აქ ჩვენს მომავალს", - ამბობს გიორგი უშიკიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×