რეზონანსი
09.11.2024

ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიდან გვესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობა და შავი ფულის ტრიალი არის ქვეყნის ევროპული გზა. თურმე ლგბტ პროპაგანდა არის ევროპული გზა, - განაცხადა „ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, რითაც გამოეხმაურა გამჭვირვალობისა და ლგბტ-კანონების გაწვევის მოთხოვნას დასავლეთის მხრიდან.

„მაქსიმალურად დიპლომატიურად და კორექტულად ვეუბნებოდით ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შემოდით, ვიმსჯელოთ, რომელ მუხლთან გაქვთ რაიმე პრეტენზია, იქნებ გვითხრათ ასეთ განცხადებებს რომ აკეთებთ, რომელ კანონში, რომელი კონკრეტული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს ევროინტეგრაციის გზაზე, ამაზე პასუხს ვერ ვისმენთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×