რეზონანსი
09.11.2024

დღესდღეობით ლარში დანაზოგები სულ უფრო მეტად მზარდია. მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი მოქალაქეებიც კი ლარში ინახავენ თავის დანაზოგებს საქართველოში, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში".

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ლარი საკმაოდ მტკიცე და მიმზიდველია. მისივე თქმით, ეროვნული ვალუტისადმი ნდობა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა.

„ამ ნდობას ჩვენ ვაშენებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით არ დავუშვებთ, რომ ლარი იქცეს პოლიტიკოსების სპეკულაციების სამიზნედ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×