რეზონანსი
09.11.2024

მუდმივად უნდა დავანახოთ მთავრობას და ასევე, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ საქართველოში პროევროპული არჩევანი ცოცხალია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყველა, ვინც არჩევნების შედეგით გაბრაზებულია, აქციას უნდა შეუერთდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც გაბრაზებულია არჩევნების შედეგით, შემოგვიერთდეს. ეს არის სპეციალურად შაბათ დღეს. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ის ხალხი, ვინც პროევროპული არჩევანი გააკეთა და იცავს ამ არჩევანს, ბევრი ვართ. პროტესტი, ბუნებრივია, განგრძობადია და ჩვენ მუდმივად უნდა დავანახოთ მთავრობას და ასევე, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ საქართველოში პროევროპული არჩევანი ცოცხალია", - განაცხადა ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×