რეზონანსი
09.11.2024

მეტროსადგურ „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

ორბელიანების სასახლესთან მისულმა აქციის მონაწილეებმა პატივისცემის ნიშნად ტაშიც დაუკრეს.

ასევე ორბელიანების სასახლესთან ხმის გამაძლიერებელი დინამიკებით საქართველოს ეროვნული და ევროკავშირის ჰიმნიც ჩართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×