რეზონანსი
09.11.2024

არასამთავრობო ორგანიზაციებს „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი ამ დრომდე არ გაუგზავნიათ, - ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გასაჩივრების შესახებ საზოგადოებას, საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობა.

ქურდოვანიძემ განცხადება 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გააკეთა და განაცხადა, რომ ამით „ბრძოლის ახალი ეტაპი იწყებოდა“ .

„ინტერნეტგამოცემა „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, შეასრულეს თუ არა ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა დანაპირები და გადაიგზავნა თუ არა საჩივარი სტრასბურგში.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაანონსებული საჩივარი არ გადაგზავნილა და აღნიშნულ საკითხზე იქ არც ერთი დოკუმენტი არ შესულა. საპირისპიროს ამტკიცებს ნონა ქურდოვანიძე, რომელიც ამბობს, რომ საქმე იმ დღესვე გადაიგზავნა”, - წერს გამოცემა.

აქვე აღნიშნულია, რომ გარდა მასშტაბურად, ბრიფინგზე დაანონსებული პროცესისა, სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილია არ მოიპოვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×