რეზონანსი
07.11.2024

საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა კომენტარი. ემანუელ მაკრონმა, დამკვირვებლების შეფასებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს და კენჭისყრის დღეს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა.

"დემოკრატიის ევროპული მოდელი ასევე არის [განსახილველი] საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა [დემოკრატიაზე]: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს". - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მანამდე ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა (საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერი) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოხატეს შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო.

შეგახსენებთ, რომ ევროპელი ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფებიან. უნგრეთის დედაქალაქი ასევე უმასპინძლებს ევროპის საბჭოს არაფორმალურ სამიტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×