რეზონანსი
07.11.2024

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა - მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაში დიმიტრი გვრიტიშვილიც შედიოდა, გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა.

სააპელაციო სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - "სამართლიანი არჩევნების", საიასა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საჩივრებს განიხილავდა. არასამთავრობოები რიგ უბნებში ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. სარჩელები აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს ეხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×