რეზონანსი
07.11.2024

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო სარჩელების განხილვა, რომელიც გუშინ, 6 ნოემბერს დღის 16:00 საათზე დაიწყო ამ დრომდე გრძელდება. 7 ნოემბრის შუადღის 12:00 საათის მდგომარეობით,  ამჟამად სასამართლო დარბაზში შესვენებაა გამოცხადებული.

სააპელაციო ინსტანცია ერთიანად განიხილავს საიასა და ჩემი ხმა ევროკავშირის მიერ წარდგენილ 26 სარჩელს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს შეეხება.

მტკიცებულებების გამოკვლევა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩატარდა ექსპერიმენტიც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. მთავარი მიზეზი, რის გამოც ელექტრონულ უბნებზე შედეგების გაბათილებას მოითხოვენ დამკვირვებლები, სწორედ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა. თუმცა სახეზეა ათობით სხვა ტიპის დარღვევა, რომელსაც საარჩევნო უბნებზე ხდებოდა და ხშირ შემთხვევაში სისტემური სახე ჰქონდა.

სასამართლო სხდომა უკვე 21- ე საათია მიმდინარეობს. მოსამართლის განცხადებით, საქმის შინაარსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არაა საქმის შეწყვეტა. ამ დრომდე სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტებები მიმდინარეობდა, კონკრეტული მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე სასამართლო შესვენების შემდეგ გადავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×