რეზონანსი
06.11.2024

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას.

„ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს მტკიცე ალიანსი და ისტორიული კავშირი აქვთ. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი გააგრძელებს თავის კურსს სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად, როგორც ძლიერი, ერთიანი, კონკურენტუნარიანი და სუვერენული პარტნიორი და დაიცავს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სისტემას", - წერს შარლ მიშელი.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×