რეზონანსი
04.11.2024

იცით, რატომ გავიმარჯვებთ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხალხი და ამ ხალხს ეკუთვნის ეს ქვეყანა, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და ამ არჩევანს დაიცავს.

„ეს ქვეყანა არის ჩვენი, ეს უნდა ვუთხრათ ჩვენ ერთმანეთს. ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის ქვეყანა, რომელმაც გააკეთა სწორი არჩევანი და ამ არჩევანს დაიცავს“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×