რეზონანსი
04.11.2024

თუ გავითვალისწინებთ, რა წარმოადგინეს „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, იმითაც არ დასტურდება, რომ არჩევნების დროს მომხდარმა ცალკეულმა გადაცდომებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია. ამას საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან დიდი კორპუსი ადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ადგილი აქვს არა მხოლოდ შეცდომაში შეყვანის მცდელობას, არამედ გარკვეული ამოცანის შესრულებას, რათა გეგმა ბოლომდე მიიყვანონ – ეს არის დესტაბილიზიცია, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება, რევოლუციური პროცესების განვითარება და ხელისუფლებაში მოსვლა.

საქართველო დასავლელი პარტნიორებისთვის ყოველთვის საკმაოდ ერთგული და სანდო პარტნიორი იყო. ეს გამოიხატა არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ ბრძოლის ველზეც. გამოჩნდა ახალი სუბიექტების ჯგუფი, ვინც ამბობს, რომ ამ მოცემულობაში შეიძლება, შეასრულონ ყველაფერი – დაწყებული ცალ ფეხზე დგომით, დასრულებული რუსეთთან საომარ მოქმედებაში ჩართვით. ოპოზიციის ერთადერთი გამოსავალი არის ეს და არა საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა, თუმცა არჩევნებში გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“ აქვს გარკვეული ვალდებულებები ყველას მიმართ, ვისი მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×