რეზონანსი
04.11.2024

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის მიზეზი კი თბილისის მერიის მიერ შეცდომით გამოწერილი ჯარიმა გახდა.

"ახლა ბანკიდან შემატყობინეს რომ ანგარიშზე მადევს ყადაღა. გაირკვა რომ მერიისგანაა, მეტიც ჯარიმა ადმინისტრაციულის 130 მუხლის 4-ე პუნქტია.

მედავებიან, რომ 24 აგვისტოს ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე.

მერიის ცხელი ხაზი იძახის გაასაჩივრეთო. გასაგებია რომ შეცდომაა. არც უბილეთოდ და არც ბილეთიანად მე ვაზისუბანში ავტობუსით არ მიმგზავრია.

ახლა მე უნდა ვირბინო ამათ სისულელეზე. მეტი საქმე არ მაქვს. დასანანია რომ ერთ დიდ საბრიყვეთად აქციეთ ჩემი საყვარელი მერია. ან თავად გაარკვიეთ ან ბატონმა კახიმ თავად მიგვითითა სადაა გამოსაქანი არეალი -" - წერს უგულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×