რეზონანსი
03.11.2024

საქართველოში უნდათ მართული ხელისუფლება. სამწუხაროდ არავის არ აწყობს პროქართული და პროეროვნული ხელისუფლება. ისეთი, როგორი არის „ქართული ოცნება", - განაცხადა საზოგადოება „ქართულის" თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „იმედის კვირა".

„მართული ხელისუფლება საქართველოში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მყისიერად შევუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რაც ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის მყისიერ განადგურებას.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ეტაპობრივად უნდა ჩაერთოს უკრაინის სამხედრო დახმარების პროცესში და ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველოში საბოლოოდ უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი", - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×