რეზონანსი
03.11.2024

ომისიის ერთ-ერთი წევრი საჯაროდ საუბრობს იმ დავალებებზე, შევიწროებაზე, რომელიც მას კომისიის ზემდგომი წევრის მხრიდან ჰქონდა, - განაცხადა „იმედის კვირასთან" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

„იმედის კვირის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში საუბარია ცესკოს წევრის „ლელოდან" გიორგი სიორიძის მიერ საარჩევნო კომისიის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

„კომისიის ერთ-ერთი წევრი საჯაროდ საუბრობს იმ დავალებებზე, შევიწროებაზე, რომელიც მას კომისიის ზემდგომი წევრის მხრიდან ჰქონდა. იქ საუბარი იყო, რომ ოქმებზე არ მოეწერა ხელი და ასევე, საბოტაჟის შემცველ ინფორმაციაზე. თუ ეს დასტურდება, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, როდესაც ცესკოს წევრი ჩართულია ასეთი ტიპის მოქმედებებში და დავალებების განხორციელებაში", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×