რეზონანსი
03.11.2024

საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 1 759 743 ავტომობილი. მარკების მიხედვით ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის Mersedes-benz, Toyota და Ford-ი ლიდერობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის ყველაზე მეტი რაოდენობის რუხი ფერის ტრანსპორტია, უფრო კონკრეტულად, მათი რაოდენობა 470 924-ს შეადგენს. მას კი მოსდევს თეთრი ფერის ავტოტრანსპორტი ჯამური რაოდენობით 397 486.

ყველაზე პოპულარული ფერის ავტომობილებს შორის მესამე ადგილს შავი იკავებს, კერძოდ, შავი ფერის ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში 253 564-ს უტოლდება.

გარდა ჩამოთვლილი ფერებისა, საქართველოში რეგისტრირებულია შემდეგი ფერის ტრანსპორტიც:

ლურჯი - 226 070 ერთეული;

წითელი - 136 450 ერთეული;

მწვანე - 103 563 ერთეული;

ყვითელი - 65 508 ერთეული;

დანარჩენი - 106 178 ერთეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×