რეზონანსი
03.11.2024

საქართველოში არჩენები "ოცნების" შტატებიდან იმართება და ტარდება, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ "ოცნებამ" იმდენად დახვეწილი სქემა შექმნა, რომ შეუძლებელია, ეს მხოლოდ მათ შეემუშავებინათ. მისი თქმით, ეს კარგად მოფიქრებული და სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აპრობირებული მეთოდი იყო. 

ეს არის მხოლოდ ტრადიციული გაყალბების სწემები. ეს იყო ტექნოლოგიების გამოყენებით და ამომრჩევლის მობილიზებით ჩატარებული კარუსელი. ეს არის იმდენად დახვეწილი სისტემა, რომ ბოლომდე გამოძიებას დრო სჭორდება და დამატებითი მტკიცებულება. მარტო „ქართული ოცნების“ ტვინში ვერ იქნებოდა მოფიქრებული ეს, გამორიცხულია. ეს კარგად მოფიქრებული და სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენებული მეთოდი იყო. საარჩევნო ადმინისტრაცია კი არ მართავს არჩევნებს ამ ქვეყანაში, არამედ „ქართული ოცნების“ შტატებიდან იმართება და ტარდება საქართველოში არჩევნები, - ამბობს თენგო თევზაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×