რეზონანსი
03.11.2024

ესპანეთის მეფე ფელიპე დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში ჩავიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მოქალაქეები სკანდირებდნენ – „მკვლელებო, მკვლელებო“ და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

ესპანეთი ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე კატასტროფული წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს.  სამაშველო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უკვე მეექვსე დღეა, მიმდინარეობს.

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი, 210 ადამიანია დაღუპული ვალენსიაში, კასტილია ლა მანჩაში დაიღუპა სამი, ანდალუსიაში კი – ერთი ადამიანი. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სინოპტიკოსები უამინდობას ისევ ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×