რეზონანსი
03.11.2024

ხმა მივეცი მოლდოვას, მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, - მოლდოვური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევანი დააფიქსირა.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი დამოუკიდებლობა. ქურდებს სურთ იყიდონ ჩვენი ხმა და ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა უსაზღვროდ უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ნებისმიერი მაქინაცია“, - აღნიშნა სანდუმ.

მან მოლდოველებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მოლდოვას სიძლიერე თითოეულ თქვენგანშია, გამოდით ხმის მისაცემად რწმენით და იმედით. თავი მაღლა, მოლდოველებო!“, - ციტირებს სანდუს ადგილობრივი მედია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×