რეზონანსი
03.11.2024

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალი იქნება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ოლიგარქს პარტნიორებმა ბოლო შანსი მისცეს, თუმცა მან ეს შანსი არ გამოიყენა.

სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოს წინსვლის და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ ექნება. 

ივანიშვილს ბოლო შანსს აძლევდნენ ამ არჩევნების სახით და როდესაც მან ეს შანსი არ გამოიყენა, ცხადია, დღის წესრიგში დგება მასზე ზეწოლის გაზრდა. ეს ყველაფერი არის, სამწუხაროდ, ამ მომენტში, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს არანაირი პროგრესი არ ექნება წინ, ევროპულ გზაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ზეწოლა არის კიდევ ნიშანი იმის, რომ ჩვენ ვაძლიერებთ შესაძლებლობებს, რმო რაც შეიძლება სწრაფად ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე. ივანიშვილზე ზეწოლა ყველა შემთხვევაში გაიზრდება აღმასრულებელი რგოლიდან ხელისუფლების, მაგრამ ახლა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორედ საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას ზეწოლის მექანიზმები, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ბიძინა ივანიშვილს “რუსეთის მარიონეტს” უწოდებს და მის დასანქცირებას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×