რეზონანსი
03.11.2024

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის საერთო ენის ძიება გრძელდება, თუმცა არცერთ მხარეს არ სურს, ამ პროცესში დამარცხებული გამოვიდეს.

„ჩვენ ორივე მხარესთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ უყოყმანოდ ვუსმენთ ორივე მხარეს, თუმცა მეგობარი მწარე სიმართლეს ამბობს. სწორედ ამას ვაკეთებთ“, - აღნიშნა ჰაკან ფიდანმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს.

„ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს“, - აღნიშნა თურქეთის საჰარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×