რეზონანსი
03.11.2024

“ისრების სხვაგან გადატანას, ურჩევნია კარგად მოემზადოს “ქართული ოცნება“ იმ დროისთვის, როდესაც მოუწევთ მათ მიერ ჩადენილი ძალიან მძიმე დანაშაულისთვის პასუხისგება“- ასე გამოეხმაურა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი “ქართული ოცნების“ სარჩელს, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ხმის მიცემის პროცესში ხელს უშლიდნენ.

“ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო მისიას, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის და შეაფასებს არჩევნების მიტაცების უმძიმეს დანაშაულს. ისრების სხვაგან გადატანას, ურჩევნია კარგად მოემზადოს “ქართული ოცნება“ იმ დროისთვის, როდესაც მოუწევთ მათ მიერ ჩადენილი ძალიან მძიმე დანაშაულისთვის პასუხისგება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×