რეზონანსი
03.11.2024

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული 100-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი ტარო დანიელი, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ორ სეტში, 7:5, 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი პირველ სეტს 2:5 აგებდა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ნიკოლოზმა ფრანგი ატმანე, ტაივანელი ვუ და იაპონელი მორია დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 213-ე ადგილზე გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ATP-ის კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე იყო და უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×