რეზონანსი
02.11.2024

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ვალენსიის რეგიონის წყალდიდობას საუკუნის ყველაზე მძიმე ბუნებრივ კატასტროფად აფასებს.

მისი თქმით, ესპანეთის მთავრობა რეგიონში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნის.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა.

„ბოლო 48 საათში სახელმწიფო უსაფრთხოების და შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით ავტოფარეხი, სახლი, გზები დაათვალიერეს, ამ დროისთვის მსხვერპლთა რიცხვი 211-მდეა გაზრდილი. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე სერიოზულ წყალდიდობაზე, რომელიც ჩვენს კონტინენტს ამ საუკუნეში უნახავს. ვიცი, რომ პასუხი, რომელსაც გაძლევთ, საკმარისი არ არის; ვიცი, არის სერიოზული პრობლემები და დეფიციტი, რომ ჯერ კიდევ არის დანგრეული სახლები, ტალახში ჩაფლული მუნიციპალიტეტები; სასოწარკვეთილი ხალხი ეძებს ნათესავებს; ადამიანებს არ შეუძლიათ თავიანთ სახლებში შესვლა; ვიცი, რომ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, დახმარებას დრო სჭირდება", - განაცხადა პედრო სანჩესმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×