რეზონანსი
01.11.2024

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტეგრირებულ ოპერატიულ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 202 ადამიანი ვალენსიის რეგიონში დაიღუპა, ორი - კასტილა ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი - ანდალუსიაში.

„მსხვერპლთა შეგროვებისა და იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სამძებრო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს კიდევ 500 სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა. ამასთან, კომუნალური კომპანიები ცდილობენ, ათასობით მოქალაქეს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×