რეზონანსი
01.11.2024

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, კახეთში კერძოდ ნეკრესის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე სკოლის მოსწავლე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

მოულოდნელად ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი ძაღლი აგრესიული გახდა და რამდენიმე მოზარდი დაკბინა. მშობლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და აგრესიული ძაღლი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„დღეს დაგვიკავშირდა პატრულის თანამშრომელი, რომელმაც გვითხრა, რომ ძაღლი მოკვდა. ამ დრომდე ვერ ზუსტდება ძაღლი ცოფით, თუ რაიმე სხვა მიზეზით მოკვდა. ძაღლს ექსპერტიზის გარეშე ჩაუტარდა კრემაცია. ჩემი შვილის კლასელებს, რომლებსაც კანის საფარი დაზიანებული ჰქონდათ აცრა მაშინვე ჩაუტარდათ. ექსკურსიაზე სხვა ბავშვებიც იყვნენ, რომლებსაც სამართალდამცველებისთვის საკონტაქტო ნომრები არ მიუციათ, შესაბამისად მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება" - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მართალია შემთხვევიდან ორი კვირა გავიდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თქვეს, რომ ძაღლთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის რაბიოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია.

წყარო: თაიმერი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×