რეზონანსი
01.11.2024

გაყალბების სისტემას დასჭირდება სერიოზული და მრავალმხრივი გამოძიება, რომლის გარეშე ჩატარებულ არჩევნებს სანდოობა ვერ ექნება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საუკეთესო შემთხვევაში გამოძიება ევროკავშირმა უნდა ჩაატაროს.

„როგორც ჩვენმა შიდა კვლევებმა გამოავლინა ჩართულები იყვნენ მასწავლებლები, სუსი. ასევე, სხვადასხვა ხარისხით და ფუნქციით ჩართულები იყვნენ თვითმმართველობები. შესაბამისად, ამ გაყალბების სისტემას დასჭირდება სერიოზული და მრავალმხრივი გამოძიება, რომლის გარეშე ჩატარებულ არჩევნებს სანდოობა ვერ ექნება. საუკეთესო შემთხვევაში ეს გამოძიება უნდა ჩაატაროს ევროკავშირმა", - განაცხადა ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×