რეზონანსი
01.11.2024

„კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთხოვს კარ­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ.

„ვი­საც სა­შუ­ა­ლო და დიდი კარ­ვე­ბი გაქვთ, შეგ­ვეხ­მი­ა­ნეთ. თუ გვა­ჩუ­ქებთ - გაგ­ვი­ხარ­დე­ბა, თუ მოგ­ვყი­დით - მა­ინც გაგ­ვი­ხარ­დე­ბა რა­ო­დე­ნო­ბა შე­უ­ზღუ­და­ვია - 598 642 956, 557 502 955, 511 166 725

ps არაფ­რის და­მალ­ვას არ ვა­პი­რებ. ღიად ვი­ზამ ამი­ე­რი­დან ყვე­ლა­ფერს. სუ­სიც ფე­ხებ­ზე მკი­დია, პრო­კუ­რა­ტუ­რაც, პო­ლი­ცი­აც და რაჟ­დე­ნიც" - წერს გვა­რა­მია.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ოპო­ზი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ 4 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა და სწო­რედ აქ­ცი­ა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც. ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რას გუ­შინ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ოფის­ში "ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის", "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" და "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ცოტა ხნის წინ "ძლი­ე­რის სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და­წე­რა: "პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ე­ბი ერ­თი­ან საშ­ტა­ბო მუ­შა­ო­ბა­ზე გა­და­დი­ან. უწყვე­ტი პრო­ტეს­ტი - ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი; ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა!".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×