რეზონანსი
01.11.2024

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ოპოზიციას მიმართავს:

„ვიდრე ორშაბათს გეგმას მოვისმენთ, რომელიც იდეაში უნდა ყოფილიყო გამზადებული არჩევნებამდე და 26 პქტომბერს 21.30 საათზე გაჟღერებული, იქნებ ხვალ მიბრძანდეთ ცესკო-ში და დაწეროთ განცხადება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით?

არ მინდა საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ოცნებამ თავზე გადაგვახია და აგვახია არჩევნები, რითაც უდიდესი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოს საბოლოო მიტაცებამდე, თქვენ რამე სახით შეიძლება განიხილავდეთ პარლამენტში შესვლას.

ამიტომ, ძალიან დიდ სტიმულს მოგვცემთ ყველას, თუ ამ ქმედებას ხვალვე განახორციელებთ და ამჯერად საპარლამენტო სიებს თავზე გადაახევთ ოცნებას.

მადლობა ყურადღებისთვის“ - დაწერა ქაცარავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×