
„სამ დღეში ვინ გვეტყვის, ეგ მაინც გვითხრან, ტოპტვინები თუ თენგო?“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. ~მდინარაძე სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების მიერ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ ორი დღის წინ განაცხადა: „პირდაპირ ვამბობ, არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება“. ასევე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა: „ჩვენ, ტოპ ტვინები, ტოპ აიტი სპეციალისტებთან ერთად ვაანალიზებთ და ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს“. დღეს კი სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს შეიკრიბებიან რუსთაველზე და სამოქმედო გეგმას იქ წარადგენენ.
tia.ge