რეზონანსი
31.10.2024

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. შესაბამისი განცხადება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

ანა დოლიძის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად აღიარება.

„ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ - კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ოპოზიციის შეხვედრას "ძლიერი საქართველოს" ოფისში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×