რეზონანსი
31.10.2024

სალომე ზურაბიშვილი ზოგადად ვერ მეგობრობს კანონთან და პროცედურებთან. მისი პოლიტიკური სიშლეგე არ აძლევს საშუალებას, რომ რაიმე კონსტიტუციური ან კანონის ჩარჩოში გააკეთოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„ის არ მივა პროკურატურაში გამოკითხვაზე არა, ის ვერ მივა გამოკითხვაზე, იმიტომ, რომ მას რეალურად არანაირი არგუმენტი და ფაქტები არ აქვს იმ ბრალდებების უკან, რასაც ის აცხადებდა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები უარს აცხადებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×