რეზონანსი
31.10.2024

სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა კიდევ ერთხელ შემცირდა, ამჯერად 282 მილიონი დოლარით.

ინფორმაციას Bloomberg-ი შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტის, UBS Group AG-ის ანგარიშის მიხედვით აქვეყნებს. ცნობისთვის, Credit Suisse-ის მფლობელი ამჟამად სწორედ UBS-ია, რომელმაც ის გასულ წელს შეიძინა.

გამოცემა წერს, რომ სასამართლოს ამ ბოლო გადაწყვეტილებამდე Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზიანი 743 მილიონ დოლარს აღწევდა, სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ კი აღნიშნული თანხა 461 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×