რეზონანსი
31.10.2024

ანგარიში გვეუბნება და ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ საქართველო არის ძალიან პროგრესირებადი ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ევროკომისიის ანგარიშის შეფასებისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშის მიხედვით საქართველო ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს.

„ანგარიში გვეუბნება და ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ საქართველო არის ძალიან პროგრესირებადი ქვეყანა იმ რეფორმების კუთხით, რომლებიც ევროკავშირისთვის არის აუცილებელი, მათ შორის მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან შედარებით. ჩვენ ძირითად პრინციპებში სწორედაც რომ წინ ვართ. ხოლო მეორე მხრივ გვეუბნება, რომ იმას, რასაც ჩვენ რეალურად ვაკეთებთ, როგორ წინსვლასაც ვახორციელებთ, როგორც ვუახლოვდებით ევროკავშირს შინაარსობრივად, არანაირი კავშირი არ აქვს იმ სამწუხარო პოლიტიკური გადაწყვეტილებებთან თუ პოლიტიკურ განცხადებებთან, რომლებიც გვესმის. არის ჩვენ კიდევ ერთი პოლიტიკური განაცხადი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×