რეზონანსი
31.10.2024

პროდასავლური ოპოზიციის გეგმა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი - როგორც ოპოზიციონერ კოლეგებთან დღეს გამართული კონსულტაციებიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, უკვე ჩანიშნულია ბრიფინგი, სადაც მონიმუმ სამი პარტიის ლიდერი საზოგადოებას ეტყვის, როგორ აპირებენ ამომრჩევლის ხმის დაცვას. 

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერის თქმით, ოპოზიცია სამშობლოს გადარცენის საქმეში ერთიანია. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, მას საზოგადოების მოწოდებების ესმის და სწორია ეს მოწოდებები, თუმცა ოპოზიციას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. 

ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და ეფექტიანობით მოქმედებენ ოპოზიციური პარტიები, ჩვენი კოალიციაც და სხვებიც, ვინც აქ ვიყავით ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა მე პირადად ყველა ჩემს კოლეგას, ვინც აქ იმყოფებოდა. ქართველ ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, ჩვენ შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს!

დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც მინიმუმ, ჩვენ სამნი, შეიძლება სხვაც, გამოვა თავისი წინადადებებით. იქნება კოალიციის ლიდერების სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით განცხადებები, მაგრამ სამივე ტექსტი, სამივე პოზიცია არია შეთანხმებული. პირდაპირ მინდა გითხრათ, ჩვენ საბჭოებს და კომისიებს კი არ ვქმნით, ჩვენ ვმოქმედებთ შეთანხმებულად როგორც ერთიანი ორგანიზმი, რომელსაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს. ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების ფუფუნება, არც დრო, სამშობლოს გადარჩენაზე ვსაუბრობთ,“ - განაცხადა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×