რეზონანსი
31.10.2024

ენტეროვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო დიდ დიღომში 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა. ინფორმაციას ადასტურებენ ბაღების მართვის სააგენტოშიც.

"თბილისის #73 საბავშვო ბაგა-ბაღში დაფიქსირდა ენტეროვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. საბავშვო ბაღმა და ბაღების მართვის სააგენტომ იხელმძღვანელეს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტითა და საზოგადორბივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებით და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაწესებულების ერთი კვირით დახურვის თაობაზე.

ასევე, აღსაზრდელების მშობლებს მიეცათ სახლის პირობებში პრევენციის რეკომენდაციები.

საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, ჩატარდება დეზინფექცია." - აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

არსებული ინფორმაციით, ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი 11 ნოემბერს განახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×