რეზონანსი
31.10.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის გრიგოლ გეგელიას თქმით, სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ და არჩევნების გაყალბების სქემას მალე გამოავლენენ.

„განსხვავებით კალანდარიშვილისგან, ჩვენ სუს-ი და პროკურატურა კი არ გვყავს, ჩვენ ვართ კარგი ტვინები, პატრიოტები შეკრებილები, ერთად ვაანალიზებთ ტოპ აიტი სპეციალისტებთან, ტოპ კლასის საარჩევნო სპეციალისტებთან ერთად, ყველანი ვართ ჩართული, გაფაციცებული, და 24 საათი ვმუშაობთ გაერთიანებული შტაბის პრინციპით, სადაც ყველა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია, ტოპ ტვინებია, საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს გამოძიებას, ძალიან სერიოზული ადამიანები არიან.

არავინ არ იღელვოს, მტკიცებულებები იქნება ძალიან მალე. მე ცალკეულ მტკიცებულებებს ვერ მოგიყვებით, ძალიან ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს. ყოველდღიურად ახალი და ახალი სამხილი ჩნდება, თუ რამხელა სპეცოპერაციასთან გვაქვს შეხება“, – განაცხადა გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×