რეზონანსი
30.10.2024

როგორც ის აღნიშნავს, ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

,,დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით "თავისუფალი და სამართლიანი" უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს.

სხვათა შორის, ამ დეზინფორმაციას 2020 წელს ოპოზიცია ავრცელებდა, თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ უარყოფა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ჩემი შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც მქონდა საუბარი და მივიღე მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.

ამიტომ არის, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის, არც ბელგიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოლდოვის არჩევნები მას "თავისუფალ და სამართლიან" არჩევნებად არ შეუფასებია.

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

"ქართული ოცნების" 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×