რეზონანსი
30.10.2024

ქართველი ხალხი სიცხადეს იმსახურებს იმაზე, თუ რა მოხდა არჩევნებზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია გამოძიება.

"ამ ეტაპზე არჩევნების ოფიციალური შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჯერ არ გამოცხადებულა. ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა და, შესაბამისად, ადგილზე არ არის ახალი მთავრობა.

არჩევნების დამკვირვებლებმა აღნიშნეს ბევრი დარღვევა და პოტენციური საარჩევნო დარღვევა ბოლო არჩევნების დროს. ახლა ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ყველა შესაბამის ოფიციალურ პირს, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გადაწყვეტილება გამოიტანონ საარჩევნო დარღვევებსა და ბრალდებებზე.

ჩვენ ასევე აღვნიშნეთ საქართველოს პროკურატურის განცხადებები. ქართველი ხალხი სიცხადეს იმსახურებს იმაზე, თუ რა მოხდა ამ არჩევნებზე და ეს დარღვევები ახლა განმარტებულ და გამოძიებულ უნდა იქნას. ეს საჭირო ნაბიჯია, რათა საარჩევნო პროცესისადმი ნდობა აღდგეს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×