რეზონანსი
30.10.2024

ქუჩა უდრის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას, როცა ამას გართმევენ, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ქუჩა არა ძალადობას, არამედ ხალხის აზრის დომინაციას გულისხმობს.

„ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია. ქუჩა არის სახალხო დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმა და საჭიროდ რჩება ყველაზე ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ დემოკრატიებშიც. ქუჩა არც სტიქიურობა და დაუგეგმავობაა - თავისი განვითარების ხაზი, გონივრულობა და გეგმაზომიერება სჭირდება, როგორც ნებისმიერ შედეგზე ორიენტირებულ პროცესს.

ქუჩა არ უდრის ძალადობას. ქუჩა უდრის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას, როცა ამას გართმევენ. ქუჩა არც რომელიმე თაობის ან ჯგუფის პრივილეგიაა, ის ყველასია, რადგან დემოკრატია ყველას პრივილეგიაა, ხოლო მისი დაცვა - ყველას ვალდებულება", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×