რეზონანსი
30.10.2024

სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ, ცხედრებს პოულობენ. როგორც "ბიბისი" წერს, მათი რაოდენობა უცნობია.

"ნაპოვნია ცხედრები, მაგრამ, ოჯახების პატივისცემის გამო, არ ვაპირებთ დამატებითი მონაცემების მოწოდებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ვალესიას რეგიონის ლიდერმა კარლოს მაზონმა.

ესპანეთში კოკისპირული წვიმა და სეტყვა იყო, რამაც რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. 6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ლეტურში, რომლის მოსახლეობაც 1000-ზე ნაკლებია. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს წყალდიდობით გამოწვეული ქაოსი - ინგრევა ხიდები, წყალს მიაქვს ავტომობილები, ადამიანები, ხეებზე ძვრებიან, რომ წყლის ნაკადს გადაურჩნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×