რეზონანსი
29.10.2024

 კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ დღეს ნომერ პირველი ამოცანაა პარლამენტში "ქართული ოცნება" მარტო იყოს.

როგორც მელიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა "თავიდანვე ამოსაძირკვია".

არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ სჯერა, რომ ეს არჩევნები მოიპარეს, უბრალოდ კი არ გააყალბეს, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია ეს ფაზაც გავიაროთ ერთად, კონსოლიდირებულად, სიმართლით და დაუღალავად.

ახლა მთავრია ერთად ყოფნა. ნომერ პირველი ამოცანაა პარლამენტში "ქართული ოცნება" მარტო იყოს. ეს არაა საკმარისი პირობაა, ბევრი სამუშაოა გასაწევი. ლეგიტიმაციის მიცემა ამ პარლამენტისთვის ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ეს თავიდანვე უნდა ამოვრძირკვოთ, სიები ჩასახსნელია", - განაცხადა მელიამ..

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×