რეზონანსი
29.10.2024

 ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო, რომელსაც აშშ და ევროკავშირი გაყალბებული არჩევნების გამო პრეზიდენტად არ აღიარებენ, ამბობს, რომ 26 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ "სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება" მოიპოვა.

მის კომენტარს რუსული პროპაგანდისტული მედია Ria Novosty ავრცელებს.

"საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-სთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. თუმცა წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური ხელისუფლება. გასულ კვირას მათ საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%-ით, სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება მოიპოვეს", - განაცხადა მადურომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×