რეზონანსი
29.10.2024

 უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის გადადგომას მხარი დაუჭირა.

კოსტინმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც გამოქვეყნდა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, ათობით უკრაინელმა პროკურორმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოწმობა სავარაუდოდ, უკანონოდ მიიღო.

მანამდე გაიმართა უშიშროების და თავდაცვის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ხმელნიცკის ოლქის პროკურატურაში არსებული ვითარება. ამ ფაქტებამდე, ოქტომბრის პირველ ნახევარში გამოქვეყნდა ხმელნიცკის ოლქში კორუფციული სქემის ოფიციალური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ 50-ზე მეტმა პროკურორმა, მათ შორის ოლქის პროკურორმა, ალექსეი ოლეინიკმა, სავარაუდოდ, ისარგებლა ამ კორუფციული სქემით და მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის პირის მოწმობა.

აღნიშნული მოწმობები, სხვა უპირატესობებთან ერთად, პირს მობილიზაციიდან ათავისუფლებს.

ანდრეი კოსტინი უკრაინის გენერალურ პროკურორად 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×