რეზონანსი
29.10.2024

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ახალი ლიდერის დანიშვნა დროებითია.

„დროებითი დანიშვნაა. დიდხანს არ გაგრძელდება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ლიბანურმა დაჯგუფებამ „ჰეზბოლა“ თავის ახალ ლიდერად ნაიმ კასემი აირჩია.

კაიმ კასემ 30 წელიწადზე მეტია ნასრლას მოადგილედ მუშაობდა.

ჰასან ნასრალა „ჰეზბოლას“ 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის 27 სექტემბერს, ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად მოკლეს. ოქტომბერში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მისი მემკვიდრე და ნათესავი ჰაშემ საფიედდინიც მოკლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×