რეზონანსი
29.10.2024

ევროკომისია ხვალ, 30 ოქტომბერს გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 

ინფორმაცია ფორმულას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს. 

გაფართოების ანგარიში შეაფასებს კომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესს, რომელიც განსაზღვრავს, უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე.

ამ ანგარიშის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. 

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, რის შემდეგაც გაასაჯაროვა დოკუმენტი 9 დათქმით, რომელშიც საუბარი იყო მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე და აღნიშნული იყო, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი.

ევროკომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე საუბარი იყო სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებაზე, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხისადმი მეტ ყურადღებასა და ადამიანის უფლებებზე.

რუსული კანონის მიღების შემდეგ, 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონი 9 ნაბიჯისგან აშკარა უკუსვლაა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×